ფეხბურთი

1:39 | 8.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი: "მნიშვნელოვანი იყო ევროპის ჩემპიონატის შემდეგ როგორ ვითამაშებდით"

საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ჩეხეთთან მატჩის (4:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, უკვე ალბანეთთან შეხვედრაზე ფიქრობს, სადაც რთულ თამაშს ელოდება.

„ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ევროპის ჩემპიონატის შემდეგ როგორ დავიწყებდით თამაშს და ჩემი აზრით, თავი კარგად გავართვით. ვიცით, რომ გულშემატკივრები ყოველთვის მეტს ითხოვენ, ყოველთვის გამარჯვება უნდათ და ეს ყველაფერი მისაღებია, რადგან ჩვენც გვინდა ყველა თამაშის მოგება და განვითარება. ასე უნდა გავაგრძელოთ, ალბანეთთან რთულ თამაშს ველოდებით და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, მიყვარს კარის მშრალად შენახვა, მაგრამ ზოგჯერ არ გამოდის.

ყველა თამაშში ვცდილობ ჩემი საქმე გავაკეთო და გუნდს აუცილებლად დავეხმარო. მოხარული ვარ, რომ „ლივერპულთან“ კონტრაქტი გავაფორმე, მაგრამ ეს სეზონი „ვალენსიაზე“ ვარ კონცენტრირებული, შემდეგი სეზონიდან გავხდები „ლივერპულის“ ფეხბურთელი და ბედნიერი ვარ“, - თქვა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამი ქულა აქვს და მეორე ტურში 10 სექტემბერს, სტუმრად ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.124204