პარასკევს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა „ლივერპულის“ ყოფილი კაპიტანი რონ იეთსი. ამის შესახებ ინგლისური კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება.
ბოლო წლებში იეთსი ალცჰეიმერით დაავადდა. ფეხბურთელი „წითლების“ რიგებში 1961 წლიდან 1971 წლამდე თამაშობდა. მან გუნდში 454 მატჩი ჩაატარა, საიდანაც გუნდის კაპიტანი იყო 400-ზე მეტ შეხვედრაში. „ლივერპულის“ ისტორიაში მხოლოდ სტივენ ჯერარდს აქვს ჩატარებული მეტი მატჩი კაპიტნის რანგში.
იეთსმა კარიერა 1977 წელს დაასრულა. 1986 წელს რონი დაბრუნდა ინგლისურ კლუბში, როგორც მთავარი სკაუტი და იქ მუშაობდა 2006 წლამდე. „ლივერპულთან“ ერთად იეთსი გახდა ინგლისის ორგზის ჩემპიონი (1963/1964, 1965/1966), მოიგო ქვეყნის თასი (1964/1965) და სამი ეროვნული სუპერთასი (1964, 1965, 1966).