ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ განაცხადა, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ოცნება ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა იყო, მაგრამ აურელიო დე ლაურენტისისა და ანტონიო კონტეს პოზიციის გამო ფრანგებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.
„პსჟ-ს ოცნება იყო კვარაცხელიას შეძენა, მაგრამ შეუძლებელი გახდა ანტონიო კონტეს დაყოლიება, პირველ რიგში კი, „ნაპოლის“ პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის. ასე რომ, ქართველი „ნაპოლიში“ დარჩება. პარიზელებს თავდაპირველად კვარაცხელიას და ოსიმენის ერთად ყიდვა სურდათ“, - თქვა რომანომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია დღეს „ნაპოლის“ შეუერთდა და ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს.