ფეხბურთი

10:27 | 24.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალბანელი ფეხბურთელი: "კვარაცხელიას თამაშის ყურება სიამოვნებაა"

„ნაპოლის“ 28 ივლისს ამხანაგური მატჩი თურქულ „ადანა დემირსპორთან“ უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ ეს შეხვედრა გაუქმდა, სამაგიეროდ, ანტონიო კონტეს გუნდი ალბანურ „ეგნატიას“ გაეჯიბრება.

„ნაპოლისთან“ მომავალ მატჩზე ალბანური გუნდის თავდამსხმელმა რედი კასამ ისაუბრა და მეტოქის რიგებიდან ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.

„ნაპოლიში“ ყველაზე მეტად რა თქმა უნდა, კვარაცხელია მომწონს, ნამდვილი ჩემპიონია, მისი თამაშის ყურება სიამოვნებაა“, - თქვა კასამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ შეკრებაზე 25 ივლისს შეუერთდება და არაა გამორიცხული, ქართველმა ფეხბურთელმა „ეგნატიას“ წინააღმდეგ ითამაშოს.

0.10401