„ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელია ისევ 77 ნომრით ითამაშებს. Corriere Dello Sport-ის გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებდა ახალ სეზონში, ნეაპოლურ მედიაში უარყვეს.
კვარა არ აპირებს 7 ნომრის აღებას „აძურიში“, მიუხედავად იმისა, რომ ელიფ ელმასის წასვლის შემდეგ ეს ნომერი ამჟამად თავისუფალია. ასე რომ, ხვიჩა „ნაპოლის“ ღირსებას ისევ 77 ნომერი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ 77 თავის დროზე იმიტომ აიღო, რომ გუნდში მისი მისვლის პერიოდში 7 ნომერი დაკავებული გახლდათ.