სხვა

0:00 | 25.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა ჭაბუკმა სუმოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვეს

პოლონეთში გამართული ჭაბუკ სუმოისტთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

90 და აბსოლიტურ წონით კატეგორიაში დავით აქუბარდიამ იასპარეზა და მან ორივე წონაში შეძლო წარმატების მიღწევა და ორი ოქროს მედლის მოპოვება.

ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა დავით აბალაკი 100+ კგ. წონით კატეგორიაში, აბსოლიტურში კი ის ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

გარდა ინდივიდუალური ასპარეზობებისა, დავით აქუბარდიამ, დავით აბალაკმა, ნიკოლოზ აქუბარდიამ და ზურაბ მამულაძემ გუნდურ შეჯიბრშიც მიიღეს მონაწილეობა, სადაც ვიცე-ჩემპიონები გახდნენ და საქართველოს საერთო ჯამში, მე-5 მედალი მოუტანეს.

ქართველი ჭაბუკი სუმოისტები სექტემბერში უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ასევე პოლონეთში გაიმართება.

თეგებისუმო
0.144539