ფეხბურთი

2:56 | 17.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

„კვარაცხელია არ იყიდება. ამბის დასასრული!“ - „ნაპოლიმ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა

ხვიჩა კვარაცხელიას მამის და მისი აგენტის, მამუკა ჯუღელის მიერ გაკეთებულ განცხადებას „ნაპოლი“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი არ იყიდება.

„ხვიჩა კვარაცხელიას მამის, ბადრი კვარაცხელიასა და ფეხბურთელის აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებებთან დაკავშირებით „ნაპოლი“ იმეორებს, რომ მოთამაშეს კლუბთან კიდევ 3 წელი აკავშირებს. კვარაცხელია არ იყიდება. „ნაპოლის“ კონტრაქტის ქვეშ მყოფი ფეხბურთელის საკითხს კლუბის გარდა ვერავინ გადაწყვეტს - ვერც მამამისი და ვერც მისი აგენტი. ამბის დასასრული!!!“

შეგახსენებთ, რომ ბადრი კვარაცხელიამ და მამუკა ჯუღელმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადეს, რომ მათ ხვიჩას „ნაპოლიში“ დარჩენა არ სურთ და მისი ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე გუნდის რიგებში გადაყვანას გეგმავენ.

ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად გერმანიაში, შეკრებაზე იმყოფება და ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან გასამართი პირველი მატჩისთვის ემზადება.

0.116987