ფეხბურთი

22:09 | 10.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხეთმა ჩრდილოეთ მაკედონია ორი პენალტით დაამარცხა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქემ, ჩეხეთის ნაკრებმა ტურნირის დაწყებამდე ბოლო ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

ივან ჰაშეკის გუნდმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონია 2:1 დაამარცხა. ჩეხებმა ორი პენალტით გაიმარჯვეს. ანგარიში მე-60 წუთზე პატრიკ შიკმა გახსნა, რასაც 5 წუთში ისნიკ ალიმიმ უპასუხა და წონასწორობა აღადგინა.

ჩეხეთმა 99-ე წუთზე ანტონინ ბარაკის მიერ გატანილი პენალტით მოიგო. ჩეხეთის ნაკრებმა ორი სპარინგი ჩაატარა ევრომდე და ორივე მოიგო. ჩრდილოეთ მაკედონიამდე მალტა 7:1 გაანადგურა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებთა მატჩი 22 ივნისს, ჰამბურგში გაიმართება.

0.12177