სტამბოლის „ფენერბაჰჩემ“ მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა.
პორტუგალიელი სპეციალისტი სტამბოლშია და დღეს მას, „შუკრუ სარაჩოღლუს“ სტადიონზე ოფიციალურად წარადგენენ. მოურინიომ 2+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, სეზონში კი, 10 მილიონ ევროს მიიღებს.
ჟოზე მოურინიოს აქამდე „რომაში“, „ტოტენჰემში“, „მანჩესტერში“, „რეალში“, „ინტერში“, „ჩელსიში“, „პორტუში“, „ლეირიასა“ და „ბენფიკაში“ აქვს ნამუშევარი.