ფეხბურთი

18:01 | 14.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედიის შეფასება: "როცა "ნაპოლის" უჭირს, მხოლოდ კვარაცხელია ანათებს"

„ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ფროზინონესთან“ მატჩში (2:2) საგოლე პასი მიითვალა. ის ძალიან აქტიური იყო და გოლის გატანასთანაც ახლოს გახლდათ, მაგრამ ოდნავ არ გაუმართა.

იტალიურმა მედიამ „ნაპოლის“ რიგებიდან სხვებთან შედარებით სწორედ ხვიჩა გამოარჩია:

Calcionapoli1926 6 ქულა: „მარტო ანათებს მაშინ, როცა „ნაპოლის“ უჭირს. როგორც ჩანს, „აძურის“ თამაშში მაშინაც ნაპერწკალია, როცა გოლი ვერ გააქვს. მაგრამ მისგან უფრო მეტია მოსალოდნელი“.

Tuttonapoli 5.5 ქულა: „პირველ ტაიმში ბურთი იშვიათად ჰქონდა და არც მარიო რუი ეხმარებოდა. მეორე ნახევარში ანათებს და ოსიმენის გოლშიც საგოლე პასი მისია“.

Calciomercato 6 ქულა: „იმაზე იშვიათად ჰქონდა ბურთი, ვიდრე შეჩვეულია. მეორე ნახევარში ხშირად ცენტრისკენ იწევდა და ეს კარგადაც გამოუვიდა“.

Tuttomercatoweb 6.5 ქულა: „როცა ანათებს, შეუჩერებელი ხდება. გოლს იმსახურებს მომენტებისთვის, რომელიც შექმნა (ხშირად მარტომ). ვერ გაიტანა, მაგრამ მაინც შესანიშნავად ითამაშა“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 40 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, 7-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და ორჯერაც პენალტი მოიპოვა. „ნაპოლი“ 49 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო ტურში 20 აპრილს, სტუმრად „ემპოლის“ დაუპირისპირდება.

0.113411