ფეხბურთი

18:40 | 9.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ კვარაცხელია დაასახელეს

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გამოკითხვაში ქართველმა შემტევმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

ის ზედიზედ მეორედ დაასახელეს „ნაპოლის“ ფანებმა გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად - თებერვლის და ახლა უკვე მარტის. კვარა „ნაპოლის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც გუნდის თვის MVP-ს ჯილდო ზედიზედ ორჯერ მოიპოვა.

მარტში კვარაცხელიამ „აძურის“ რიგებში ყველა ტურნირზე 4 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე იტალიური კლუბის მაისურით გამართულ 39 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 6-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

0.112353