ფეხბურთი

12:17 | 4.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელია "ნაპოლის" 2025 წლამდე არ დატოვებს"

Rai-ს ჟურნალისტმა ჩირო ვენერატომ ხვიჩა კვარაცხელიასა და მის კონტრაქტზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველი ფეხბურთელი „ნაპოლიში“ მინიმუმ 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება.

„კვარასთან კონტრაქტის განახლების საკითხი ჯერ კიდევ ჰაერშია. ფეხბურთელს სურს ხელფასის მომატება, სიტუაცია წინ სწრაფად არ მიიწევს, მაგრამ ის არ დატოვებს „ნაპოლის“. დე ლაურენტისი მას მეგა ხელფასს შესთავაზებს ტრანსფერის 2025 წლის ზაფხულში გადადების სანაცვლოდ. როგორც ოსიმენის შემთხვევაში მოხდა, მისთვისაც შეიძლება გამოსასყიდი ფასი კონტრაქტში ჩაიდოს. კვარაცხელიას ისეთი დიდი კლუბები აკვირდებიან, როგორებიც „ბარსელონა“, „ჩელსი“, „ლივერპული“ და „პარი სენ-ჟერმენია“, - თქვა ვენერატომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 35 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა.

0.135123