ფეხბურთი

15:30 | 25.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

კალცონას მომდევნო სეზონში მხოლოდ ერთ ვარიანტში დატოვებენ: დე ლაურენტისს 5 ვარიანტი აქვს

„ნაპოლიში“ მწვრთნელის საკითხი მთელი სეზონის განმავლობაში აქტუალურია და ახლაც ასეა. ფრანჩესკო კალცონამ გუნდი ჩაიბარა, რომელსაც სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს, პარალელურად სლოვაკეთის ნაკრებშიც იმუშავებს.

როგორც ნეაპოლური მედია წერს, კალცონა „ნაპოლიში“ მომდევნო სეზონშიც მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ ჩემპიონთა ლიგაზე განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწევს, რისი ალბათობა, არცთუ ისე დიდია.

ამჟამად, აურელიო დე ლაურენტისს მომდევნო სეზონისთვის 5 მწვრთნელი ჰყავს სიაში - ტიაგო მოტა, ვინჩენცო იტალიანო, ანტონიო კონტე, სტეფანო პიოლი და რაფაელე პალადინი.

ჯერჯერობით, კონკრეტული დეტალები არ ვრცელდება, რადგან სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი.

0.114385