19:46 | 24.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულის“ მოთამაშე მაკ ალისტერი: „ყოველდღე ვუყურებ მსოფლიო ჩემპიონის მედალს“

„ლივერპულისა“ და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა ალექსის მაკ ალისტერმა თქვა, რომ აპირებს შინ მუზეუმის გაკეთებას, რომელიც არგენტინელთა 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებას მიეღვნება.

„მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალს ყოველდღე ვუყურებ. ის ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის და ქვეყნისთვისაც. გეგმაა, რომ ერთ დღეს შევქმნა პატარა მუზეუმი ჩემს სახლში - ოთახი, სადაც ყველაფერი იქნება. მაქვს მსოფლიო ჩემპიონატის თასის ასლი, მედალი და კიდევ რამდენიმე თასი - ყველა მათგანი ამჟამად უსაფრთხო ადგილზეა. მინდა მქონდეს ადგილი, სადაც ყოველთვის შევძლებ მათ ხილვას“, - ციტირებს მაკ ალისტერის სიტყვებს The Telegraph.

მაკ ალისტერი გასულ ზაფხულს „ლივერპულში“ „ბრაიტონიდან“ გადავიდა 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ამ სეზონში ნახევარმცველმა მერსისაიდერელთა შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, რომლებშიც ორი ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან ძალაშია 2028 წლის ივნისის ბოლომდე.

0.132866