სხვა

0:25 | 20.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

მარიამ მურღვლიანის მე-10 ადგილი სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე

ბულგარეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქალთა შორის 87 კგ. წონით კატეგორიაში მარიამ მურღვლიანმა იასპარეზა.

ძალოსანმა კონტინენტის პირველობაზე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით ატაცში 97 კგ. დაძლია და მე-10 ადგილზე გავიდა.

მარიამმა აკვრაში თავი 116 / 121 კილოგრამს გაართვა და მე- 7 საფეხურზე გავიდა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 218 კილოგრამით კი მე-10 ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ მარიამი ჯერ მხოლოდ 17 წლის არის და დიდების ჩემპიონატზე დებიუტი აქვს.

0.117079