იტალიელმა ჟურნალისტმა ჯოვანი კაპუანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, გასულ სეზონთან შედარება უნდა დასრულდეს, რადგან ამ სეზონში არა მარტო კვარა, მთლიანად „ნაპოლიც“ განსხვავებულია.
„კვარაცხელიას ფორმაში დაბრუნების ნიშნები? დიახ, მაგრამ უნდა შევწყვიტოთ შედარება იმასთან, რაც მან გასულ სეზონში გააკეთა. იმიტომ, რომ ერთია თამაში გუნდში, რომელშიც ყველაფერი მუშაობს და მეორეა თამაში გუნდში, რომელშიც საქმე ისე ვერ მიდის, როგორც უნდა წავიდეს. მისი გოლი სამკაულია, მაგრამ ამ „ნაპოლისთვის“ კიდევ ბევრი რამის მიცემა შეუძლია. მაძარი მუშაობს, რომ ის საუკეთესო პირობებში ჩააყენოს. ოსიმენის მოლოდინში კვარა „ნაპოლის“ უძლიერესი ფეხბურთელია და უნდა გაუფრთხილდნენ“, - თქვა კაპუანომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ მაისურით 29 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ოთხჯერ საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლი“ 11 თებერვალს, სტუმრად „მილანს“ დაუპირისპირდება.