ცნობილი იტალიური გაზეთი Corriere Dello Sport-ი დღევანდელ ნომერში „ვერონასთან“ „ნაპოლის“ გამარჯვებას გამოეხმაურა და ერთი თავი ხვიჩა კვარაცხელიას დაეთმო, რომელშიც წერია, რომ ფეხბურთის მოყვარულისთვის მისი თამაშის ყურება სიამოვნებაა.
„პირველი, რაც გუშინ ვიხილეთ, გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია. როცა კვარა ასე თამაშობს, ყველასთვის რთული ხდება, სეზონი იმაზე ცუდად დაიწყო, ვიდრე მას თამაში შეუძლია და კრიტიკოსებმა სუნთქვა დაიწყეს. მოედანზე მისი ტალღისებური თამაშის ყურება სიამოვნებაა, როცა ის მეტოქეების წინაშე ცეკვავს, უსიტყვოდ გტოვებს, როცა თამაშის ბედს ისეთი მაგიით წყვეტს, როგორც გუშინ, ეს ფეხბურთის მოყვარულისთვის სიამოვნებაა. ის არის ნამდვილი ჩემპიონი, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი გახდეს. თუ ისწავლის გალიიდან თავის დაღწევასაც, ვეღარ გააჩერებენ“, - წერს Corriere Dello Sport-ი.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ვერონას“ მიმდინარე სეზონში მესამედ გაუტანა, სულ კი, სეზონში 6 გოლი აქვს გატანილი. გავიხსენოთ, რომ იტალიურ კარიერაში სადებიუტო გოლიც „ვერონას“ გაუტანა... მიმდინარე სეზონში მას 29 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა.
„ნაპოლი“ 35 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა და მომდევნო ტურში 11 თებერვალს, „მილანს“ სტუმრად შეხვდება.