ინტერნეტ პორტალმა Transfermarkt-მა თავის ვებ-გვერდზე წარმოადგინა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების განახლებული რეიტინგი. პირველი ადგილი მადრიდის „რეალის" ინგლისელმა ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა დაიკავა, რომელიც 180 მილიონ ევროდ არის შეფასებული, მეორე ადგილზეა „მანჩესტერ სიტის" ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰოლანდია, რომელიც ასევე 180 მილიონი ევრო ღირს. სამეულს პსჟ-ის ფრანგი თავდამსხმელი კილიან მბაპე ხურავს. მისო საბაზრო ღირებულებაც 180 მილიონი ევროა.
ტოპ 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მსოფლიოში:
ჯუდ ბელინგემი (მადრიდის რეალი, 180 მილიონი ევრო).
ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი, 180 მილიონი ევრო).
კილიან მბაპე (პსჟ, 180 მილიონი ევრო).
ვინისიუსი (მადრიდის რეალი, 150 მილიონი ევრო).
ბუკაიო საკა (ლონდონის არსენალი, 120 მილიონი ევრო).
ჯამალ მუსიალა (ბაიერნი, 110 მილიონი ევრო).
ფილიპ ფოდენი (მანჩესტერ სიტი, 110 მილიონი ევრო).
ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი, 110 მილიონი ევრო).
დეკლან რაისი (არსენალი, 110 მილიონი ევრო).
ლაუტარო მარტინესი (ინტერი, 110 მილიონი ევრო).
ამგვარად, რეიტინგის განახლების შემდეგ „ბაიერნის“ ინგლისელი თავდამსხმელი ჰარი კეინი ტოპ 10-დან ამოვარდა და მისი ადგილი ინტერის ფორვარდმა ლაუტარო მარტინესმა დაიკავა. გარდა ამისა, ვიქტორ ოსიმენმა დაკარგა ღირებულება, რის გამოც მას ფილ ფოდენმა და ჯამალ მუსიალამ გაუსწრეს.