თურქეთში საფეხბურთო ჩემპიონები შეჩერდა, ყველა ლიგის ეგიდით, ინფორმაცია ადგილობრივმა ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.
ამის მიზეზი თურქ მსაჯზე, ჰალილ უმუთ მელერზე ფიზიკური თავდასხმა გახდა. „ანკარაგუჯუს“ პრეზიდენტი და წარმომადგენლებმა მას „რიზესპორთან“ თამაშის შემდეგ მოედანზე სცემეს.
მომხდარს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანიც გამოეხმაურა, რომელმაც დაგმო ანკარელთა საქციელი და თქვა, რომ სპორტში ძალადობის ადგილი არ არის.
„ანკარაგუჯუს“ პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ მას მსაჯისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება არ სურდა, უბრალოდ უნდოდა, შეეფურთხებინა... თუმცა, კადრებში მისი მხრიდან ძალადობა ნათლად ჩანს.