„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა „ინტერთან“ წაგება (0:3) მსაჯებს დააბრალა.
Il Mattino იტყობინება, რომ მატჩის შემდეგ მან კლუბის სპორტულ დირექტორ მაურო მელუზოს უთხრა, რომ ეს მხოლოდ მსაჯის ბრალი იყო: „კონსპირაციის თეორიებს არ ვეხებით, არც შეთქმულების თეორიების გვჯერა, მაგრამ მსაჯის გამო წავაგეთ“.
ნეაპოლური გამოცემის ცნობით, დე ლაურენტისმა თამაშის შემდეგ იტალიის ფეხბურთის ფედერაციასა და მსაჯების ასოციაციაში დარეკა, რომლებსაც პრეტენზიები ღიად დაუფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიში“ მიიჩნევენ, რომ პირველი გოლი მსაჯს არ უნდა ჩაეთვალა, მანამდე არსებული ჯარიმის გამო, ხოლო 0:1-ზე ვიქტორ ოსიმენზე პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ.