ფეხბურთი

0:12 | 26.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია გახდა მეექვსე მოთამაშე, რომელმაც ორ სეზონში 18+18 შეასრულა

იტალიური „ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, იტალიის სერია A-ს მე-13 ტურის მატჩში „ატალანტასთან“ (2:1) გოლი გაიტანა და გახდა მეექვსე მოთამაშე, რომელმაც ორ სეზონში 18+18 შეასრულა - გვამცნობს Opta Sports.

ხვიჩა ერთადერთი მოთამაშეა სერია A-ში, რომელმაც ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ყველა ტურნირზე 18 ბურთი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა მაინც შეასრულა.

გასული სეზონის დაწყებიდან კვარაცხელიამ 18 გოლი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემა მიითვალა. ამ მაჩვენებლით ის მეექვსე ადგილზეა, მხოლოდ ლიონელ მესის, ბუკაიო საკას, ანტუან გრიზმანს, ვინისიუსს და მოჰამედ სალაჰს ჩამორჩება.

ამ დროისთვის, იტალიის სერია A-ში ჩატარებული 13 მატჩის შემდეგ, „ნაპოლი“ 24 ქულით მესამე ადგილზეა.

0.117032