ფეხბურთი

21:28 | 12.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ემპოლის" მეკარე: "კვარაცხელიას დარტყმა? უფრო რთული სხვა მოგერიება იყო"

„ემპოლის“ მეკარემ, ეტრიტ ბერიშამ „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა. მან კომენტარი გააკეთა 89-ე წუთზე გაკეთებულ სეივზე, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას აჯობა.

თუმცა, ალბანელის თქმით, უფრო იესპერ ლინდსტრომის დარტყმის მოგერიება გაუჭირდა:

„ორი კარგი სეივი იყო, მაგრამ ლინდსტრომის წინააღმდეგ უფრო მეტად, რადგან ბურთს ვერ ვხედავდი“, - აღნიშნა იტალიურ მედიასთან ნამატჩევს ვეტერანმა ალბანელმა, რომელმაც ასევე განაცხადა:

„მნიშვნელოვანი იყო ასეთი გამარჯვება ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. რთული პერიოდი მქონდა, მაგრამ ახლა კარგად ვარ. მეკარეებს აქვთ კარგი და ცუდი პერიოდები, თუმცა, მთავარი მწვრთნელის ნდობაა, რომელსაც ვგრძნობ“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლი“ 21 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში სტუმრად „ატალანტას“ შეხვდება.

0.071192