ჭიდაობა

10:28 | 29.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

რომეო ბერიძე 23-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა ტირანაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა - რომეო ბერიძემ (60 კგ) ფინალში იასპარეზა.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ვერცხლის მედალოსანი ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაება: 12-4 მოუგო პოლონელ მოწინააღმდეგეს, 10-5 დაამარცხა ყაზახი მეტოქე, 3-1 გაიმარჯვა თურქ ფალავანთან ბრძოლაში, მაგრამ ფინალში გასულმა წააგო ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოასპარეზე ანვარ ალახიაროვთან და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.

მსოფლიო ჩემპიონატს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ), ოთარ აბულაძე (72 კგ), საბა მამალაძე (82 კგ) და ლაშა ტვილდიანი (97 კგ).

29 ოქტომბერს, ჩემპიონატის დასკვნით დღეს მედალოსნები გამოვლინდებიან დარჩენილ ხუთ - 55, 63, 77, 87, 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117301