ფეხბურთი

21:08 | 28.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

„შუქურასთან“ ერთად რევაზ ძოძუაშვილმა პირველად გაიმარჯვა

დღეს, 28 ოქტომბერს კრისტალბეტ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა.

„სამტრედია“ – „ბათუმის“ შეხვედრაზე (1:3), „მსოფლიო სპორტი“ უკვე წერდა. დანარჩენი ორი თამაშიც საინტერესო გამოდგა.

„თელავმა“ შინ წააგო „შუქურასთან“ (0:1) და საჭირო ქულები დაკარგა, თუმცა მისი საფლეიაუტო უშუალო კონკურენტი „სამტრედიაც“ ამჯერად უქულოდ დარჩა. მათ შორის სხვაობა ისევ 5 ქულაა. „შუქურამ“ კი პირველი გამარჯვება მოიპოვა ახალი მთავარი მწვრთნელის, რევაზ ძოძუაშვილის ხელმძღვანელობთ.

„დილამ“ მესამე ადგილზე მყოფ „საბურთალოს“ 3:0 მოუგო და ახლა მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

ჩემპიონატს კვლავ „ბათუმი“ ლიდერობს 67 ქულით. მის მდევარ „დინამოს“ 55 ქულა აქვს, თუმცა თბილისელები ტურის მატჩს კვირას გამართავენ ზესტაფონში „სამგურალთან,“ „ტორპედო“ კი „გაგრას“ ეწვწვა. თბილისში დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე.

0.11639