რუმინეთის ქალაქ მამაიაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკე გოგონათა შორის.
ბათუმელმა კესარია მგელაძე 9-იდან 7,5 ქულა დააგროვა და დამაჯერებლად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.
კესოს მწვრთნელები საერთაშორისო ოსტატები: ნიკოლოზ მანაგაძე და ნოდარ ლორთქიფანიძე არიან.
ასევე ბათუმელმა მარიამ ცეცხლაძემ ტურნირზე 9-იდან 7 ქულა დააგროვა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა.
მარიამის მწვრთნელი საერთაშორისო დიდოსტატი დავით მაღალაშვილი, საჭადრაკო სკოლა კი - „მომავალი ჩემპიონები“ გახლავთ.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია