ფეხბურთი

14:50 | 8.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ მაკ ალისტერს ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა

„ლივერპულმა“ „ბრაიტონის“ უკვე ყოფილ ნახევარმცველს, მსოფლიო ჩემპიონ ალექსის მაკ ალისტერს, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, დღეს 8 ივნისს, ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა (2028 წლის ივნისამდე).

გარიგება დაახლოებით 35 მილიონი გირვანქა დაჯდა. 24 წლის არგენტინელი 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რაც დიდი პატივია.

„ეს ფანტასტიკურია. ახდენილი ოცნებაა, აქ ყოფნა შესანიშნავია და ერთი სული მაქვს, სეზონი დაიწყოს. ჩემთვის გასაოცარი სეზონი იყო მსოფლიოს ჩემპიონობისა და „ბრაიტონთან“ მიღწეული შედეგის გამო, მაგრამ ახლა „ლივერპულზე“ ფიქრის დროა. ვცდილობ, ყოველდღე უკეთესი მოთამაშე და ადამიანი ვიყო. მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ ვთქვი, რომ მეტი თასის მოგება მსურს და ვფიქრობ, ეს კლუბი ამაში დამეხმარება. ეს არის მიზანი, როცა ასეთ კლუბში ხარ, თასები უნდა მოიგო“, - განაცხადა მაკალისტერმა.

ეს ლივერპულელთა ზაფხულის პირველი შენაძენია. ახლა ისინი „ვულვერჰემპტონის“ შემტევი ნახევარმცველის, მათეუს ნუნიესისა და „ნიცის“ შუახაზელის, კეფრენ ტიურამის შეძენას შეეცდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126803