ფეხბურთი

22:18 | 7.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მილანიდან" სპორტული დირექტორიც გაუშვეს, მან შეიძლება "ნაპოლიში" ჯუნტოლი შეცვალოს

„მილანი“ პაოლო მალდინის შემდეგ სპორტულმა დირექტორმა ფრედერიკ მასარამაც დატოვა, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

მასარა „მილანში“ ბოლო 4 წლის განმავლობაში მუშაობდა და კლუბის ბოლოდროინდელ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა კარგი ტრანსფერებით. ჯერჯერობით, უცნობია ვინ შეცვლის მას, მაგრამ საუბრობენ იგლი ტარეს ვარიანტზე.

თავის მხრივ, მასარა „ნაპოლის“ დაუკავშირეს, რომელსაც სავარაუდოდ კრისტიანო ჯუნტოლი დატოვებს და ნეაპოლელები მის შემცვლელს ეძებენ.

შეგახსენებთ, რომ „მილანის“ ხელმძღვანელობამ კლუბიდან მანამდე ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი გაათავისუფლა.

0.108704