ფეხბურთი

20:38 | 7.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი ახალ მწვრთნელზე, "ნაპოლის" შეკრებაზე, ამხანაგურ მატჩებსა და გეგმებზე...

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მომდევნო სეზონისთვის გუნდის შეკრების ადგილის პრეზენტაცია მოახდინა. „აძური“ გასული წლის მსგავსად წინასასეზონო შეკრებას არა ამერიკაში ან სხვა ქვეყანაში, არამედ, აბრუცოს რეგიონში, კასტელ დი სანგროში გაივლის.

დე ლაურენტისმა დააანონსა, რომ იქ „ნაპოლი“ სამ სპარინგს ჩაატარებს. ასევე თქვა, რომ ამის გამო „ბარსელონას“ უარი შეუთვალა გამპერის თასზე თამაშზე და „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ამხანაგური მატჩიც იუარა.

გარდა ამისა, აურელიომ ახალ მთავარ მწვრთნელსა და სხვა საკითხებზეც ისაუბრა, მათ შორის, სპორტულ დირექტორ კრისტიანო ჯუნტოლიზე.

„გამპერის თასზე თამაშის შეთავაზება მივიღეთ, მაგრამ უარი ვთქვი. „იუნაიტედმაც“ დაგვპატიჟა, თუმცა, ვუთხარი - არა! მინდა, რომ უცხოური გუნდები აქ ჩამოვიდნენ და ითამაშონ კასტელ დი სანგროში. აბრუცოში 28 ივლისიდან 12 აგვისტომდე ვიქნებით და სამ ამხანაგურ მატჩს ჩავატარებთ უცხოურ გუნდებთან. მომავალი სეზონისთვის სერიოზულად უნდა მოემზადოთ. უარს ვეტყვი ყველა კლუბს სპარინგზე, რომელიც კასტელ დი სანგროსგან მოშორებით ამხანაგური მატჩებისთვის ფულს შემომთავაზებს.

ახალი მწვრთნელი? დღეიდან მზად ვარ, შევამოწმო სია, რომელშიც 22 სახელი ეწერა, მაგრამ 40-მდე გაიზარდა. ისინი შესაფერისი უნდა იყვნენ 4-3-3 სქემისთვის, შესაფერისია თუ არა დაცვისა და შეტევისთვის. ეს არის საქმე, რომელსაც დრო სჭირდება, გარდა ამისა, საჭიროა მათი ხასიათის გაცნობაც, უნდა გავიგოთ ისინი შეუთავსებელი არიან თუ არა ნეაპოლიტანურ კულტურასთან. ამ ყველაფრის ძალიან მოკლე დროში მოგვარება შეუძლებელია. ამასთან, მეორე მხარესაც უნდა მივცეთ საშუალება იგივე შეფასებები გააკეთოს. ვინჩენცო იტალიანო? ის ძალიან კარგი მწვრთნელია, მაგრამ სხვა კლუბთან კონტრაქტი აქვს, ამიტომ ჩემს 40-კაციან სიაში არ ჩამიწერია.

მომდევნო სეზონისთვის ეროთასებზე უნდა გავძლიერდეთ. ჩემპიონთა ლიგაზე „მილანთან“ გავარდნა არც ისე მტკივნეული იყო, მაგრამ რამაც უფრო მეტად დამაფიქრა, სერია A-ში „სტადიო მარადონაზე“ „მილანთან“ 0:4 წაგება იყო. იმ მატჩში ღრმად იმედგაცრუებული დავრჩი და დაბნეულიც დამტოვა. არ შეიძლებოდა ასე წაგვეგო გუნდთან, რომელიც სატურნირო ცხრილში ძალიან ჩამოგვრჩებოდა.

როდის დავნიშნავ ახალ მწვრთნელს? თარიღებს არასდროს ვადგენ. რაც უფრო ადრე მოხდება, მით უფრო კმაყოფილი ვიქნებით. მაქსიმალური ვადა არის 27 ივნისი. ჯუნტოლი? მას კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული ჩვენთან, ასე რომ ამაზე შეკითხვის მიზეზს ვერ ვხედავ. შეკრებაზე თუ იქნება? მაგრამ, რატომ უნდა ვისაუბროთ სპორტულ დირექტორზე? ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ვისაუბროთ აბრუცოზე და არა სპორტულ დირექტორზე ან მწვრთნელზე. უკვე ვთქვი, რა სიტუაციაცაა.

იმედი მაქვს, გამარჯვებების ციკლს გავხსნით, ვიბრძოლებ, რომ ეს წარმატება განმეორდეს. ფიფასთან აფრიკის თასის წინააღმდეგ ვიბრძვი. ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ტურნირი არასწორ დროს ტარდება, ჩემპიონატის მიმდინარეობისას რატომ უნდა წაგვართვან 2-3-4 საკვანძო მოთამაშე? ამაზე სხვა კლუბებთანაც ვსაუბრობ, რადგან ცხადია, ეს ყველას პრობლემაა. ამ თვალსაზრისით ჯერ კიდევ ბევრია სამუშაოა ფიფასა და უეფასთან“, - თქვა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის მზადებას ივლისის შუა რიცხვებში დაიწყებს.

0.103239