ფეხბურთი

0:38 | 6.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "ჩემს მაგიდაზე 20 მწვრთნელის კანდიდატურაა, შესარჩევად მთელი ივნისი მაქვს"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ახალი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, დაახლოებით 20 ვარიანტი ჰყავს, ხოლო მწვრთნელის შესარჩევად მთელი ივნისის თვე აქვს, ამიტომაც არ ჩქარობს.

„მწვრთნელი შეიძლება მანჩინი იყოს? კორიდა ახლა იწყება, მესმის, რომ საჭიროა სათაურების შევსება, რომ გაზეთები გაიყიდოს, მაგრამ საჭიროა პროფესიონალიზმი, სერიოზულობა და ლოდინის უნარი. მთელი ივნისის თვე გვაქვს, ჩემს მაგიდაზე მინიმუმ 20 კანდიდატურაა მთელი ევროპიდან.

სტადიონი? ყველა მუნიციპალიტეტს უჭირს და არ აქვთ სტადიონის გასაუმჯობესებლად სახსრები. უნდა მივიღოთ კანონი, რომლის მიხედვით მუნიციპალიტეტები სტადიონებს 99 წლით გაყიდიან. დღეს სტადიონები უნდა იყოს სარბენი ბილიკის გარეშე, აღჭურვილი უსაფრთხოების მოწყობილობით და არ უნდა იყოს არაკომფორტული სავარძლები. სტადიონი უნდა გახდეს საოჯახო თანაცხოვრების ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნება 3 საათით ადრე მისვლა და სამი საათის შემდეგ სტადიონიდან წასვლა“, - თქვა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლი“ დატოვა, შესაბამისად, მომდევნო სეზონიდან „აძურიში“ ხვიჩა კვარაცხელიას ახალი მწვრთნელი ეყოლება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107485