ფეხბურთი

18:19 | 5.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ასენსიომ და უგარტემ პსჟ-ში სამედიცინო შემოწმება გაიარეს

მარკო ასენსიომ და მანუელ უგარტემ „პარი სენ ჟერმენში“ სამედიცინო შემოწმება გაიარეს.

ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება.

მადრიდის „რეალის“ ყოფილ ფეხბურთელსა და ფრანგულ კლუბს კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე დააკავშირებს, ხოლო ლისაბონის „სპორტინგის“ აწ უკვე ყოფილი მოთამაშე კიდევ უფრო მეტი ვადით, 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმებს ხელშეკრულებას.

ასენსიო პსჟ-ში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადადის. მან აღარ ისურვა „რეალთან“ გაეხანგრძლივებინა კონტრაქტი, რომელსაც ვადა 30 ივნისს გასდის.

უგარტე „სპორტინგში“ 2021 წლის ზაფხულიდან ასპარეზობს. ბოლო სეზონში ურუგვაელმა საყრდენმა კლუბის მაისურით 47 შეხვედრა გამართა. Transfermarkt-ი მის პოტენციურ სატრასფერო თანხად 25 მილიონ ევროს ასახელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120756