ფეხბურთი

20:06 | 1.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი სერია ა-ს საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი 2022/23 წლების სეზონის სერია ა-ს საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

სპალეტი საუკეთესოდ აღიარა ჟიურიმ, რომელიც სპორტული გაზეთების ხელმძღვანელთაგან შედგება და რომლებიც მწვრთნელთა მიერ გაწეული სამუშაოს შეფასებისას, გუნდის თამაშის ხარისხთან ერთად, მატჩების მსვლელობისას ფეარ-პლეის წესების დაცვასაც იღებენ მხედველობაში.

„ნაპოლის“ მწვრთნელს პრიზს 4 ივნისს, „სამპდორიასთან“ მატჩის წინ გადასცემენ.

მიმდინარე სეზონი სპალეტისთვის მართლაც განსაკუთრებული იყო, რადგან მისი ხელმძღვანელობით „ნაპოლიმ“ 33-წლიანი ლოდინის შემდეგ სკუდეტო (იტალიის ჩემპიონობა) მოიპოვა. ეს ნეაპოლელთა მესამე სკუდეტო გახლავთ, მეორეს კი, ლეგენდარული მარადონას დროს დაეუფლნენ.

„ეს სეზონი, „ნაპოლის“ სათავეში მყოფი ლუჩანო სპალეტით, ექსტრაორდინალური გახლდათ. ნეაპოლელთა მიერ ისტორიული მესამე სკუდეტოს მოპოვება, კლუბის დიდი თავდადებისა და დიდი ქარიზმის მქონე, კარგად მომზადებული სპეციალისტის მუშაობის შედეგია. სპალეტის საუკეთესოდ შეუძლია ახლების ინტეგრირება და გუნდში უკვე მყოფი მოთამაშეების გაძლიერება.

„აძურიმ“ პირველივე დღეებიდან შეძლო ხმამაღალი განცხადება გაეკეთებინა არამარტო შედეგით, არამედ სანახაობრივი თამაშითაც, აჩვენა რა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ფეხბურთი საერთაშორისო არენაზე“, - განაცხადა სერია ა-ს გენერალურმა დირექტორმა ლუიჯი დე სერვომ.

2022/23 წლების სეზონში „ნაპოლიმ“ ჩემპიონის ტიტული რამდენიმე ტურით ადრე მოიპოვა.

0.123395