ფეხბურთი

13:17 | 26.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალმა“ ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა

„არსენალმა“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2023/2024 წლების სეზონის ახალი საშინაო ფორმა წარადგინა. ის ინგლისის პრემიერლიგაში წაუგებელი სეზონის 20 წლის იუბილეს ეძღვნება.

„ახალი ფორმა 2003/04-ის სულისკვეთებას ეფუძნება და პრემიერლიგაში ჩვენი დაუმარცხებელი სეზონის 20 წლის იუბილეს ეძღვნება. „ადიდასის“ ლოგო და სამი ზოლი თითოეულ სახელოზე ოქროსფერია, ხოლო ჩვენი რეკორდი - 26 მოგება და 12 ფრე ამ ისტორიული სეზონის 38 მატჩში, კომპლექტის ავთენტური ვერსიის გვერდით ნაწილზეა ამოქარგული.

აღსანიშნავია, რომ პირველად ახალ ფორმას „მეთოფეთა“ ქალთა გუნდი შაბათს, 27 მაისს ჩაიცვამს, ჩემპიონატის დასკვნით მატჩში „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ. მამაკაცთა გუნდი კი პრემიერლიგის ბოლო მატჩში, „ვულვერჰემპტონთან“ შეხვედრაში, კვირას, 28 მაისს მოირგებს.

თეგებიარსენალი
0.119572