23-25 მაისს, გლდანის ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიის სპორტდარბაზმა 2010-11 წ.წ.-ებში დაბადებულ გოგონათა ფინალურ ეტაპს უმასპინძლა.
შეგახსენებთ რომ, ჩემპიონატი ორ ეტაპად გაიმართა. პირველ ეტაპზე აღმოსავლეთსა და დასავლეთში რეგიონალური პირველობა შედგა, სადაც 6-6 გუნდი იღებდა მონაწილეობას, ხოლო ფინალურ ეტაპზე 4-4 გუნდი მოხვდა.
ჩემპიონატის ბოლო ტური ძალიან დაძაბული გამოდგა. მესამე ადგილის თამაშში თბილისი 1-მა (მწვრთნელები - ნინო წივწივაძე, კირილე ცაავა) მძიმე ბრძოლაში, 16:11 დაამარცხა აჭარა. ხოლო ფინალში ერთმანეთს თბილისი 2 (მწვრთნელები - ინა ჭკუასელი, ქრისტინე ჯავახია, მარიამ ჩავჩიძე) და ფოთი დაუპირისპირდნენ, თამაში ფოთის გუნდის (მწვრთნელი - დარეჯან გეფერიძე) დამაჯერებელი გამარჯვებით 8:17 დასრულდა.
საბოლოო მდგომარეობა:
- ფოთი
- თბილისი 2
- თბილისი 1
საქართველოს ხელბურთის ფედერაცია