ფეხბურთი

2:39 | 26.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "ნეაპოლი პატიოსნების სიმბოლოა, ჩვენ 83 მილიონი გულშემატკივარი გვყავს"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თავისი კლუბის პოპულარიზაციაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, „აძურის“ მსოფლიოს მასშტაბით 83 მილიონი გულშემატკივარი ჰყავს, მაგრამ შესაძლოა მალე ეს რაოდენობა 150 მილიონამდეც კი გაიზარდოს.

„მოხარული ვარ, რომ ამდენი ბავშვი ატარებს „ნაპოლის“ მაისურს, რომლებიც ქუჩაში ფეხბურთს თამაშობენ. ფეხბურთს ძალიან მაღალი სოციალური ღირებულება აქვს და ნეაპოლი გარკვეულწილად რთული სოციალური რეალობაა, რადგან ის საუკუნეების განმავლობაში ექვემდებარებოდა საფრანგეთისა და ესპანეთის ბატონობას. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომელმაც დაადგინა, რომ დაახლოებით 83 მილიონი გულშემატკივარია ისეთი, რომელსაც „ნაპოლი“ უყვარს. ამას რომ დაგვემატებინა ჩინელები და კორეელები, რადგან კიმი გვყავს, ასევე ავსტრალიელები, სადაც იტალიელების დიდი დიასპორაა, არ ვიცი, სადამდე მივიდოდით.

მე არ ვსაუბრობ მხოლოდ იტალიელებზე, ასევე ვსაუბრობ ადამიანებზე, რომლებსაც იტალიასთან საერთო არაფერი აქვთ. ნეაპოლი წარმოადგენს პატიოსნების და სხვებისადმი მიდრეკილების ლიბერალურ სიმბოლოს, რადგან ნეაპოლში სტუმრებს ყოველთვის ეუბნებიან, „შენთვის აქ ადგილი არის“, - თქვა დე ლაურენტისმა.

0.126169