ფეხბურთი

12:24 | 21.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" იულიან ნაგელსმანიც დაუკავშირეს

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის შესახებ იტალიური მედია ყოველდღე ავრცელებს სხვადასხვა ინფორმაციას. ამჯერად ნეაპოლიტანურ კლუბს იულიან ნაგელსმანი დაუკავშირეს, რომელიც უმუშევარია.

Corriere Dello Sport-ის ცნობით, „აძურის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ნაგელსმანის აგენტს უკვე შეხვდა კიდეც. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია. თუმცა, დე ლაურენტისის სიაში ნაგელსმანი ერთადერთი არ არის.

ლუჩანო სპალეტის პოტენციურ შემცვლელთა შორის აქტიურად ასახელებენ ანტონიო კონტეს, ჯან პიერო გასპერინის, რაფაელ ბენიტესს, რობერტო დე ძერბის, სერჟიო კონსეისაოს და დღეს მათ რაფაელე პალადინოც დაემატა.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს „ნაპოლის“ დატოვებს, შესაბამისად, დიდი შანსია მომდევნო სეზონიდან ხვიჩა კვარაცხელიას მუშაობა ახალ მწვრთნელთან მოუწიოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11091