სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

18:33 | 18.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

აურელიო დე ლაურენტისი: "ფეხბურთზე თუ იქნება შეკითხვები, ავდგები და წავალ"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ კლუბი მომდევნო სეზონის წინ შეკრებას ისევ იტალიაში გაივლის, კერძოდ, დიმაროში, სადაც შარშანაც ემზადებოდა.

ზოგადად, როგორც დე ლაურენტისმა აღნიშნა, მხარეებს შორის კონტრაქტი 2026-წლამდე გაფორმდა, შესაბამისად, ნეაპოლელები მომდევნო წლებში არ აპირებენ წინასასეზონოდ ამერიკაში ან სხვა ქვეყნებში გამგზავრებას.

„პირველ რიგში აქ ვართ იმისთვის, რომ წარვადგინოთ მომდევნო სეზონისთვის შეკრების ადგილი, სხვა თემის შესახებ თუ შემეკითხებით, ავდგები და წავალ, ამის გაკეთება კი არ მინდა, რადგან პატივს გცემთ თქვენ და ჩემს სტუმრებს. „ინტერთან“ მატჩი გვაქვს და მომდევნო დღეებში ფეხბურთზე ბევრს ვისაუბრებთ. ნება მომეცით მადლობა გადავუხადო მერეტს, რომელსაც უსამართლოდ აკრიტიკებდნენ, ჩვენ მას ყოველთვის მხარს ვუჭერდით და განსაკუთრებული სეზონი ჰქონდა.

წინა წელს ბევრი მიწვევა მივიღეთ ტურნეში წასასვლელად, გვთავაზობდნენ ფულს და ფრენებს, მაგრამ ამაზე უარი ვთქვი და აქ მოვიწვიე უცხოური გუნდები. ტურნეში როცა მიდიხარ, ვარჯიშისთვის დრო არ გრჩება. ამერიკაში რომ წავედით, დეტროიტში სტადიონი არ შეივსო, რომელიც 100 000 ადამიანს იტევდა. თვითმფრინავშიც ბევრი გადავიხადეთ, 500 000 დოლარი, ეს არის ფული, რომელიც მირჩევნია ემილიას მივცე და ამიტომ, აქ ვითამაშოთ. სპალეტისთან ვახშამი იყო მადლიერების, მეგობრობის, მეტი არაფერი“, - თქვა დე ლაურენტისმა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.12313