რაგბი

15:36 | 18.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

უმცროსი ბორჯღალოსნები | 29 მოთამაშით საფრანგეთის წინააღმდეგ

უმცროსი ბორჯღალოსნები, რომლებიც სამხრეთ აფრიკაში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, საფრანგეთში მასპინძელ თანატოლებთან პირველ საკონტროლო თამაშს გამართავენ.

რადგან ორივე მხარეს სურს საქმეში რაც შეიძლება მეტი კანდიდატი იხილოს, შეხვედრა ოთხ ნაწილად დაიყო და 20-20 წუთიანი ტაიმები გაიმართება. შეხვედრა „მარკუსის“ ბაზაზე ჩვენი დროით 18 საათზე დაიწყება.

მწვრთნელებმა დაასახელეს ის 15 მოთამაშე, რომლებიც ფრანგებთან მატჩს დაიწყებენ. გაფართოებული, 31-კაციანი სიიდან, მიკროტრავმების გამო მომავალ თამაშს ტოვებენ გიორგი გერგედავა (კლერმონი) და ლაშა ციხისთავი (ბაიონი). დანარჩენი 14 მოთამაშე მარქაფაშია და მოედანზე ყველა მათგანი გავა.

საფრანგეთი U20 საქართველო U20

საქართველო

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), 3. ბადრი ციხისთავი (ბაიონი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. ოთარ კინწურაშვილი (ანგულემი), 6. თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), 7. ნიკოლოზ საყვარელიძე (ორიაკი), 8. ნიკა ლომიძე (ხარები);

ხაზი: 9. დავით ხუროშვილი (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 11. საბა არჩვაძე (ლელო), 12. ნიკოლას რაგოევი (ნევერი), 13. გიორგი შველიძე (ბრივი), 14. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 15. ვაჟა მიქაძე (ლელო).

მარქაფა: 16. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 17. ლუკა უნგიაძე (არწივები), 18. გიგა თუთისანი (კლერმონი), 19. ლუკა კოტორაშვილი (ხვამლი), 20. დავით ვარდანიძე (აია); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. დიტო ბერაია (ლელო), 25. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 26. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), 27. გიორგი ქურხული (პროვანსი), 28. დავით მჭედლიშვილი (ლელო), 29. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 30. ლუკა კობაური (პერპინიანი).

rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111678