სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ავტოსპორტი

23:54 | 17.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ემილია რომანიას დიდი პრიზი წყალდიდობის გამო გაუქმდა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე ეტაპი - ემილია რომანიას დიდი პრიზი, რომელიც იმოლას ტრეკზე უნდა გამართულიყო, წყალდიდობის გამო გაუქმდა. ფ1-ის ხელმძღვანელობამ და რბოლის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ რბოლის უსაფრთხოდ ჩატარება შეუძლებელია და ამის გამო, ის გაუქმდა.

იმის გამო, რომ მიმდინარე სეზონის კალენდარში ისედაც დიდი სიმჭიდროვეა, იმოლას რბოლის სხვა თარიღზე გადატანა შეუძლებელი გახდა. ამის გამო, ის საერთოდ გაუქმდა. ამგვარად, კალენდარში თავდაპირველი 24-ის ნაცვლად, 22 ეტაპი დარჩა - იმოლამდე ჩინეთის დიდი პრიზი გაუქმდა.

ძლიერი წვიმების და წყალდიდობის გამო, იტალიის სამოქალაქო უსაფრთხოების სააგენტომ, წითელი საფრთხის რეჟიმი გამოაცხადა. ტრანსპორტის მინისტრმა მატეო სალვინიმ კი ორგანიზატორებს და ფ1-ს რბოლის გაუქმებისკენ მოუწოდა. მისი მოწოდება დღესვე დაკმაყოფილდა.

ცნობისათვის, გასულ სეზონში იმოლას რბოლას სამ დღეში 129 000 მაყურებელი დაესწრო, კვირის რბოლას კი 64 000 მაყურებელი ჰყავდა.

იმოლას სარბოლო ტრეკის გვერდზე, მდინარე სანტერნო მიედინება, რომელიც ძლიერ ადიდდა. მართალია, წყალს ტრეკი სრულად არ დაუფარავს, მაგრამ საავტომობილო პარკინგი დაიტბორა და პადოკშიც მუშაობა სახიფათოა. ამის გამო, გუშინ პადოკი დაიხურა. ასევე დატბორილია ტრეკის მისასვლელი გზები.

ფორმულა 1-ის მთავარი აღმასრულებელი სტეფანო დომენიკალი, ვინც სწორედ იმოლაშია დაბადებული, გადაწყვეტილებას ეთანხმება და ამბობს, რომ მისი მიღებისას, მთავარი ფაქტორი, გუნდბის და მაყურებლის უსაფრთხოებაა, რის უზრუნველყოფაც, წყალდიდობის გამო ვერ მოხერხდბა.

ეს ამ სეზონის პირველი ევროპული რბოლა უნდა ყოფილიყო. მას ერთ კვირაში მონაკოს, კიდევ ერთ კვირაში კი ესპანეთის დიდი პრიზები მოჰყვება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.108153
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X