სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

16:45 | 16.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვის სძულს მეფე?
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ახლა მოდაშია ლექტორების კრულვა იმის გამო, ესა თუ ის მეფე რატომ არ გიყვართო. მოდაშია კი არა, არიან ე.წ. ადამიანები, რომლებიც მსგავსი მიზეზით 70 წლის კაცს საქმეს ურჩევს და საცემრად სახლში უვარდება. აი მე კი მაგალითად სტუდენტობისას საშინლად ვერ ვიტანდი ქართლის მეფე ვახტანგ მეექვსეს. ახლაც რომ მახსენდება, სულ ნერვები მეშლება როცა წარმოვიდგენ როგორ მიატოვა დაქცეული ქვეყანა, მოკიდა ხელი ქვეყნის ყველაზე განათლებულ და საუკეთესო ადამიანებს - ამ საქმიდან არაფერი გამოვაო და რუსეთში გადაიხვეწა. ქვეყანა დატოვა მიგდებული და გაპარტახებული. ჩვენ სულ გვასწავლიდნენ, ვახტანგ მეექვსე მაგარი მეფე იყოო და ქართული კულტურა რუსეთში გაიტანაო. არადა, რა დროს მოსკოვში ქართული წიგნის ბეჭვდა იყო, როცა აქ ქვეყანა თავზე გვექცეოდა და ქვეყნის საუკეთესო ადამიანები იმ დროს რუსეთს ემსახურებოდნენ.

ჰოდა, სტუდენტობისას როცა ვახტანგ მეფეზე აუგი ვილაპარაკე, ერთმა მითხრა, ჯერ მაგდენი გააკეთე და მერე აკრიტიკეო. ეს მართლაც სასაცილო მოთხოვნა იყო. აბა რა უნდა გამეკეთებინა 19 წლის სტუდენტს ვახტანგ მეექვსისოდენი? კარგი ხალხი რუსეთში წამეყვანა თუ საწყალი სულხან-საბასთვის დამეჯერებინა? სტამბა გამემართა თუ მოსკოვის ქართული სათვისტომო დამეარსებინა? ზოგადად, სასაცილოა ასე ლაპარაკი - იმდენი გააკეთეო. ვინ იცის რა არის „იმდენი“ და ან ის ვინ იცის, ვის მიეცემა ამის გაკეთების თუ გაფუჭების შესაძლებლობა.

ახლა კი, აგერ 2023 წელია და მე ვამბობ - ჟოზე მოურინიოს მოძულეებმა, ჯერ მაგდენი გააკეთეთ და მერე აკრიტიკეთ! განსაკუთრებით ეს იტალიური ფეხბურთის ქომაგებს ეხებათ, რომლებიც აყოლილნი არიან ინგლისურ ე.წ. ტრენდს და ჟოზეს ყველაფერს უწუნებენ დაწყებული მზერით, იერით, გამონათქვამებით, ჩაცმულობით და დასრულებული სამწვრთნელო ფილოსოფიით.

იტალიურმა კლუბმა, მილანის „ინტერმა“ ბოლოს ჩემპიონთა ლიგა 2011 წელს მოიგო და ეს ხომ გახსოვთ ვისი მესაჭეობით მოხდა? სხვა ვინ იქნებოდა თუ არა სეუ ჟოზე! შარშან, 2022 წელს, მთელი 11 წლიანი პაუზის შემდეგ, იტალიურმა კლუბმა, ამჯერად „რომამ“, კიდევ ერთი ევროტურნირი, ისტორიაში პირველი კონფერენს ლიგა მოიგო და ესეც მოურინიოს ნიჭით და უნარით მოხდა! ახლაც, დიადმა პორტუგალიელმა რომაული გუნდი ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის ნახევარფინალამდე მიიყვანა და ფინალამდე ერთი ნაბიჯი უკლია.

ჟოზე ამას აკეთებს „რომათი“, რომელიც დიდად არც შემადგენლობით გამოირჩევა და „მგლების“ ხელმომჭირე მფლობელები დღენიადაგ წუწუნში და ფულის არდახარჯვის მცდელობაში არიან. მეტი რა უნდა გააკეთოს ამ კაცმა, რომ ხანდახან ასე აუცილებელი ჩაკეტილი თამაშები და „ავტობუსის ჩაყენება“ აპატიოთ? ვის არ ჩაუყენებია ეს ოხერი „ავტობუსი“, როცა დასჭირდა? ვინც ეს არ ქნა და ყველასთან ერთნაირად გახსნილი ფეხბურთი ითამაშა, ისე ამოავსეს, როგორც საქელეხე ხაშლამის ქვაბი, რადგან ბავშვმაც კი იცის, რომ ერთნაირად ლაღად და შეტევითად მხოლოდ შტერი ეთამაშება “სალერნიტანას“ და „ბარსელონას“.

ჩვენს დროში, როდესაც ყველა მიხვდა, რომ 6 თავდამსხმელის გამოყვანა სიშტერეა, როდესაც ბრაზილიელებმაც კი აღიარეს, რომ ტიტული ყველა საშუალებას ამართლებს, მავანს რაღა მაინცდამაინც უჟმური პორტუგალიელის ეკლექტური ფეხბურთი არ მოსდის თვალში? თან იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა ვინ განაქიქებს მოუს? ამდენი წელია იტალიურ გრანდებს ევროპული ჯილდო არ ღირსებიათ, არიან ერთმანეთის დაჭმაში და ფაფხურში, არიან ქულების ჩამოკლება-მატებაში.

ერთადერი, ვინც იტალიურ საკლუბო ფეხბურთში ნამდვილ და ხელშესახებ შედეგს დებს, ეს სწორედ მოურინიოა და სწორედ ამიტომაც, ამ კაცისადმი უსაშველო ზიზღი რაღაცნაირად, ცოტა სასაცილოდაც კი ჩანს. ჟოზე არც ჩემი მეგობარია და არც ქვისლი, მისი კრულვა რომ მეწყინოს და დარდით ღამე არ დამეძინოს, მაგრამ უკვე აღარაფერი მიკვირს ამ ქვეყანაში, სადაც კუდამოძუებულ და რუსეთში გაქცეულ მეფეს ადიდებენ და ყველგან ყველაფრის მომგებ საოცარ კაცს ზიზღის გუნდებს ესვრიან. დიდი ვახტანგი არსად დაგეკარგოთ!

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.110289
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X