სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ძიუდო

18:36 | 15.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა გუჯეჯიანი: "ჩვენს გუნდს ერთგულება, ერთიანობა, საქმისადმი უანგარო სიყვარული აძლიერებს"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა.

როგორც მან თქვა, ამ ჩემპიონატზე მისი ოცნებებიც ასრულდა, ამ შედეგის უკან კი მრავალწლიანი დაუღალავი შრომა დგას.

„2023 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც დოჰაში გაიმართა დასრულდა. ერთი შეხედვით, ოფიციალური ინფორმაცია უდიდეს ემოციას იტევს. აქ ამ ჩემპიონატზე პირადად ჩემი ოცნებებიც ასრულდა. როგორც მთავარი მწვრთნელი უბედნიერესი ვიყავი ფინალში ორი ქართველის შეხვედრა რომ გადაწყდა. უკვე აშკარა იყო, რომ ოქროც და ვერცხლიც საქართველოს საკუთრება გახდებოდა, მხოლოდ მფლობელთა ვინაობა უნდა გარკვეულიყო. ბუნებრივია ამ შედეგს რამდენიმე წლიანი დაუღალავი შრომა დასჭირდა. ჩვენს გუნდს ერთმანეთის პატივისცემა, ერთგულება, ერთიანობა, საქმისადმი უანგარო სიყვარული აძლიერებს. ეს გამარჯვება კიდევ ერთი გამორჩეული მიღწევაა ძიუდოს ისტორიაში. გარდა ძიუდოისტების თავდაუზოგავი შრომისა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქართველი ხალხის გულშემატკივრობაც.

მადლობა ქართველ ხალხს გულწრფელი სიყვარულისა და გულშემატკივრობისთვის. ბედნიერი ვარ, რომ იმედები გავამართლეთ. ეს კი თითოეული ძიუდოისტის დამსახურებაა, მადლობა თითოეულ მათგანს.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ გუნდს ამ წარმატების შემოქმედებს,საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ფედერაციას, დავით ქევხიშვილს, გიორგი ათაბეგაშვილს, მწვრთნელთა საბჭოს: გურამ მოდებაძეს, ლომერ ჟორჟოლიანს, ამბაკო ავალიანს, გიორგი ბაინდურაშვილს,ნოდარ მეტრეველს, გიორგი ყიზილაშვილს, ირაკლი ცირეკიძეს, გიორგი თენაძეს,კახაბერ მოცრაძეს, ასევე სამედიცინო გუნდს ზურაბ კახაბრიშვილის ხელმძღვანელობით.

ჩვენ დიდ ოჯახს უზარმაზარი მიზნები და რესურსი აქვს, კიდევ ბევრჯერ გაახსენოს მსოფლიოს, რომ „ორ ზღვას შუა ძველისძველად საომარი იყო ლელო, ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო“. გაუმარჯოს ქართულ სპორტს გაუმარჯოს ქართულ ძიუდოს“, - დაწერა გუჯეჯიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუნდურ პირველობამდე საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ინდივიდუალურ შეჯიბრში 4 მედლით დაასრულა: ტატო გრიგალაშვილმა და ლუკა მაისურაძემ ოქროს, ლაშა ბექაურმა ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ პირველად ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართული ფინალი შედგა (მაისურაძე-ბექაური), ასევე პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი გვყავს (გრიგალაშვილი) და ასევე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოვიპოვეთ. გამოსარჩევია, რომ მამაკაცთა შორის, ქალთა შეჯიბრის შედეგებს თუ არ გავითვალისწინებთ, საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასევე პირველად მოხდა. მეორე ადგილზე იაპონიის ვაჟთა ნაკრები გავიდა.

გარდა ამისა, შერეულ გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც ასევე პირველად მოხდა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.108607
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X