ფეხბურთი

20:35 | 7.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" კიმი შესაძლოა 19 წლის მცველით შეცვალოს

„ნაპოლიმ“ შესაძლოა იტალიის ნაკრებისა და ბერგამოს „ატალანტას“ მცველი ჯორჯო სკალვინი დაიმატოს.

Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ „აძურის“ კიმ მინ-ჯე დატოვებს, რომლის სანაცვლოდ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მზადაა 60 მილიონი ევრო გადაიხადოს, ნეაპოლელები „ატალანტას“ ნიჭიერი ფეხბურთელის შეძენას ეცდებიან.

სკალვინი მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ უკვე მეორე სეზონია ბერგამოელთა ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია და 50 შეხვედრაში 3 გოლიც გაუტანა. იტალიის ნაკრების მაისურით მას 4 თამაშიც აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ კიმ მინ-ჯე „ნაპოლიმ“ გასულ ზაფხულს „ფენერბაჰჩედან“ 18 მილიონ ევროდ დაიმატა.

0.117674