სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

19:59 | 2.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "განცდა მაქვს, რომ სკუდეტო ყველაზე პატიოსნად მოვიგეთ"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა სკუდეტო ყველაზე პატიოსნად მოიგო. „აძურის“ პრეზიდენტის განცხადებით, მისი გუნდი იტალიის ჩემპიონი აქამდეც გახდებოდა, რომ არა სხვების მხრიდან სხვადასხვა წესის დარღვევა.

„მჯერა, რომ ჩვენი გამარჯვებების ციკლი რამდენიმე ხნის წინ დაიწყო, მაგრამ მუდმივად წესების დარღვევა გაზიანებდა. ზოგჯერ მეორე ადგილზე გავდიოდით, მაგრამ რომ არა სხვების უწესობა, პირველ ადგილზე გასვლა შეგვეძლო. განცდა მაქვს, რომ სკუდეტო ყველაზე პატიოსნად მოვიგეთ, რაც ჩემთვის ცხოვრების პირველი წესია. "იუვენტუსთან" 5:1-ით მოგებით მივხვდი, რომ განსაკუთრებული სეზონი იქნებოდა, ეს სკუდეტოს ტოლფასი გამარჯვება იყო“, - თქვა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი ისტორიაში მესამედ ხდება, 1990 წლის შემდეგ კი პირველად.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.111029