კალათბურთი

2:58 | 1.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

შეუდარებელი და შეუჩერებელი სტეფ კარით "გოლდენ სტეიტმა" "საკრამენტოს" აჯობა (+VIDEO)

სტეფ კარიმ ის მოახერხა, რაც აქამდე არავის გაეკეთებინა: NBA-ს პლეი-ოფის სერიის მეშვიდე შეხვედრაში 50 ქულა - ეს აბსოლუტური რეკორდია!

„გოლდენ სტეიტმა“ „საკრამენტო კინგსთან“ საბოლოოდ მოიგო სერია, რომელშიც 0:2 მარცხდებოდა და თითქოს განწირული ჩანდა. მაგრამ „უორიორსს“ ჰყავს კარი, რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერია.

38 წუთში სტეფმა 50 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი დააგროვა, რითაც თავისი გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა. კარიმ 20-დან 13 ორქულიანი, 18-დან 7 სამქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

„გოლდენ სტეიტმა“ საწყისი ორი პერიოდი თითო ქულით წააგო, მაგრამ დიდი შესვენების შემდეგ კარის ლიდერობით „მეომრები“ შეუჩერებელნი გახდნენ, საბოლოოდ კი „საკრამენტო“ 120:100 დაამარცხეს.

„უორიორსს“ თუ კარიმ 50 ქულით ულიდერა, შედარებისთვის „საკრამენტოში“ ყველაზე შედეგიანი დომანტას საბონისი იყო - „მხოლოდ“ 22 ქულით. „საკრამენტო“ სერიას კარგად იწყებდა, 2:0-ს იგებდა, მაგრამ საბოლოოდ, მომდევნო ეტაპზე „გოლდენ სტეიტი“ გავიდა, რომელსაც ლოს ანჯელეს „ლეიკერსი“ ელოდება.

შესაბამისად, წინაა ლებრონ ჯეიმსისა და სტეფ კარის დაპირისპირება: მართლაც დიდებული აფიშაა...

0.114129