სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:24 | 28.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბოლონიელი „სტვენია“ კაცი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

დიდი ხანია ფეხბურთში მოგებამ და წაგებამ თავისი პირველადი მნიშვნელობა დაკარგა. იმას კი არ ვამბობ, გამარჯვება წაგების ტოლფასიაო და არც საბჭოურ სისულელეს ვქადაგებ, რომ თითქოს მთავარი მონაწილეობაა და არა გამარჯვება. მხოლოდ იმის თქმას ვცდილობ, რომ როდესაც ადამიანი წლების მანძილზე ათასობით ფეხბურთს უყურებს და სპორტის ამ სახეობის ავ-კარგი აბსოლუტურად ყველა ფორმით უნახავს, მისთვის ტაბლოზე ასახული სასურველი ციფრები აღარაა ყველაფრის დამტევი და გადმომცემელი.

ჩემი თაობა ფეხბურთში დიდი ხანია სხვა ამბებს ეძებს და თუკი ასეთი ფერადოვნება გამოკრთება, სპორტით მოგვრილი ძველი და ნაცნობი სიხარულიც ბრუნდებ ხოლმე. ეს არცთუ ხშირია, თუმცა დამოკიდებულია ადამიანზე, რამდენად ეძებს საინტერესო ამბებს და ვინც ეძებენ, მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ ისინი პოულობენ. ეს სამყაროს კანონზომიერებაა!

მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას არ ვეძებდით. ველოდით, მაგრამ არ ვეძებდით და ისე შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში და ისე გააცოცხლა მინავლებული განცდები, თავიდან ვერც კი მივხვდით რა ხდებოდა ჩვენს თავს. ბევრ ჩვენთაგან საერთოდ დაკარგული ჰქონდა არამხოლოდ სტადიონზე მისვლის, არამედ ფეხბურთის ტელევიზორში ცქერის ინტერესიც კი, რადგან ცხოვრება თავის გზით მიდის. ცხოვრებისეული მუდმივი რუტინა მთლიანდ გვიწოვს და თან როდესაც ფეხბურთშიც სულ ის კლუბები იმარჯვებენ, რომლებიც ადრეც იმარჯვებდნენ, დიდად აღარ განაღვლებს ჩემპიონთა ლიგის თასს „რეალი“ ასწევს“ თუ „ბარსელონა“, „ბაიერნი“ თუ „მანჩესტერი“ თუკი რა თქმა უნდა ამ კლუბებთან შენი ძველი განცდები ჯერ ისევ არ გაკავშირებს.

სანაკრებო თამაშები კიდევ უფრო მეტად პრივატული რამაა და როდესაც შენი ათწლეულების წინ არჩეული გუნდი ჯგუფში რჩება ან მალევე ვარდება, შეიძლება აღარც მიჰყვე მთელი მუნდიალის ბოლომდე მდინარებას, რადგან ახლა სხვა დროა და ჩვენს დროში ფეხბურთის გარდა სხვა საინტერესო რამეებიც არსებობს. ხვიჩას გამოჩენამ თითქოს დაგვაბრუნა ძველ დროში და მუღამებიც გაგვიცოცხლა.

მერე „გაგვახსენდა“, რომ ჩვენი ნაკრების მეკარე ისტორიაში პირველად, ერთ-ერთ ცნობილ ევროპულ კლუბში თამაშობს, მერე მეგობარმა გვითხრა, რომ „ბორდოში“ მოთამაშე“ ზურიკო დავითაშვილი ჩვენი ძველი ნაცნობი „აბრეზას“ ბიჭი ყოფილა, მიქაუტაძე კი საერთოდ საფრანგეთში დაბადებულა. შემდეგ კიტეიშვილის გუნდის ამბები გაიგე, ლუკა ლოჩოშვილის საიმედო მცველობის იმედიც მოგეცა, მერე გოჩოლეიშვილის და ბერიძის ამბებითაც დაინტერესდი და ასე, ერთ დღეს გაიღვიძე ისეთივე ახალგაზრდამ, ისეთივე ფეხბურთით სავსემ როგორც ოცი წლის წინ და მიუხედავად ქვეყანაში კვლავინდებურად არსებული მრავალი პრობლემებისა, აღიარე, რომ ბევრად საინტერესო გახდა შენი ღარიბული და რუტინული ცხოვრება.

გაგიკვირდებათ და ეს ბლოგი არც ხვიჩა კვარაცხელიაზეა და არც გიორგი მიქაუტაძეზე. ეს დავწერე შარშან შემოდგომაზე იტალიაში ნანახი ერთი უცნაური კაცის გახსენებისას. ბოლონიაში, სტადიონ „რენატო დელ არას“ ტრიბუნაზე ჩვენთან ახლოს იჯდა (ძირითადად იდგა) იყო თეთრქუდიანი ქუდიანი კაცი, რომელიც ორი აუტსაიდერის „ბოლონიასა“ და გენუის „სამპდორიას“ მატჩისას მალიმალ უსტვენდა ორივე გუნდს და საშინლად აგინებდა ყველას და ყველაფერს. იტალიური ენის ცოდნა ნამდვილად არ ჭირდებოდა იმის გაგებას, იმ კაცის სტვენისა და შეკივლებების „უკან“ რაც იდგა.

ეს იყო „ბოლონიას“ სისუსტით და დიდი ხნის მანძილზე ცუდად თამაშით დაღლილი ქომაგი, რომელიც მის ერთადერთ ფუნქციას სტადიონზე მისვლაში და ამ გზით პროტესტის გამოხატვაში ხედავდა. მერე გამახსენდა ჩემი ერთი მეგობრის სტვენა და გინება თბილისის „დინამო“-„ტოტენჰემის“ თბილისურ მატჩზე, როდესაც „დინამო“ 0:5 დამარცხდა. როგორც ჩანს, რომ საფეხბურთო ნიჰილიზმი საშინელი რამაა, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც ექვემდებარება მკურნალობას. მით უმეტეს, რომ აგერ „ბოლონიამ“ იწვალა, იჯახირა და იტალიის ჩემპიონატში მაინც დააღწია თავი გასავარდნ ზონას. ხვიჩა კვარაცხელიას ქართველის ქომაგების მსგავსად, ეგებ ის სტვენია ბოლონიელი კაციც მოვიდა ხასიათზე და მომავლის იმედიც მიეცა. ამ ჩემს მეგობარს და თბილისის „დინამოს“ რა ეშველება - ეს კი ნამდვილად არ ვიცი...

ფოტოზე: ბოლონიელი თთრქუდიანი „სტვენია“ კაცი, რომლის სახელიც ცხადია არ ვიცი და რომელიც ალბათ ვერასოდეს წარმოდგენდა, რომ მისით ოდესმე ქართული მედია დაინტერესდებოდა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.112294
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X