სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

22:00 | 13.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

საბა საზონოვი: "ორი სამშობლო მაქვს, არჩევანი ოჯახთან ერთად გავაკეთე"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „დინამოს“ მცველმა საბა საზონოვმა რუსულ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მას ორი სამშობლო აქვს, მისთვის საქართველო დედაა, ხოლო რუსეთი - მამა. ამიტომაც, ფიქრობს, რომ საქართველოში თამაშის გადაწყვეტილებაში გასაკვირი არაფერია.

- სექტემბერში გადაწყვიტე საქართველოს ნაკრებში თამაში. ამან აჟიოტაჟი გამოიწვია. მანამდე თქვით, რომ თქვენთვის პრიორიტეტი რუსეთია. რატომ გააკეთეთ საბოლოოდ ეს არჩევანი?

- ერთს ვიტყვი: არჩევანი ოჯახთან ერთად გავაკეთე და არ მგონია შეკითხვა სწორი იყოს: როცა არჩევანს აკეთებ, არ გეკითხებიან, რატომ. ფაქტია: ორი სამშობლო მაქვს, ორმაგი მოქალაქეობა ბავშვობიდან. ჩემთვის საქართველო დედაა, რუსეთი - მამა. მშობლებს შორის არჩევანს არასდროს აკეთებენ.

- მაგრამ თქვენ მოგიწიათ...

- ორივე ფედერაციიდან დამიკავშირდნენ, ბევრი გარემოება იყო, მაგრამ არჩევანი გაკეთებულია.

- ხვიჩამ საქართველოდან ბევრი მუქარა მიიღო, როცა ომის დაწყების შემდეგ რუსეთში თამაშობდა. მამამისის მანქანა დაამტვრიეს. ასეთი რამ თქვენც გადაგხდათ?

- „დინამოში“ თამაშის გამო სიძულვილი არასდროს მიგრძვნია. მხოლოდ დადებითი კომენტარებია, საქართველოდან მომწერეს და ნაკრებში ჩემი თამაშით კმაყოფილი არიან.

- რუსეთიდან?

- სიძულვილი საერთოდ არ შემხვედრია. ბევრმა ისაუბრა, მათ შორის, ლევ ლეშჩენკომ, მგონი, თითქმის ყველამ მხარი დამიჭირა. ვიმეორებ, ბავშვობიდან ორი სამშობლო მაქვს. ბევრი შეკითხვა თავდაპირველად არასწორად იყო დასმული. მე მოქალაქეობა არ შემიცვლია, მთელი ცხოვრება ორი მოქალაქეობა მქონდა, რის გამოც არჩევანის უფლება მქონდა. როცა ამბობენ, რომ ორი სამშობლო არ არსებობს, არ ვეთანხმები, ცოცხალი მაგალითი ვარ.

- ხვიჩასთან ეს საკითხი განიხილე?

- რა აზრი აქვს? საქართველოს ნაკრებში რომ შევხვდი, ფეხბურთზე ვისაუბრეთ. გავიხსენეთ ის დრო, როცა მე ჯერ კიდევ „ზენიტში“ ვიყავი, ის კი „რუბინში“. მატჩის შემდეგ ვისაუბრეთ, ხვიჩას გაუკვირდა, ქართული რომ ვიცოდი: „შენ საზონოვი არ ხარ?“ ვუპასუხე: „კი, მაგრამ საბა მქვია“. მასაც გაახსენდა ეს დიალოგი მაშინვე, როცა შევხვდით.

- გიკვირს ხვიჩას იტალიაში გაბრწყინება?

- შთამაგონებელია. ბედნიერი ვარ მის გამო. თუმცა, თუმცა ევროპულ ლიგებში სხვა ქართველებიც არიან, რომლებიც მაგრად თამაშობენ. ზოგადად, ვფიქრობ, რომ საქართველოს კარგი თაობა ჰყავს, ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებშიც. ბევრის მიღწევა შეგვიძლია, მათ შორის, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე მედლებისთვის ბრძოლა.

- საიდან ასეთი თავდაჯერებულობა?

- ტურნირი საქართველოში გაიმართება და ეს დიდი პლუსია. უნდა ნახოთ, რამდენი ხალხი დადის ნაკრების თამაშებზე, სტადიონი ყოველთვის სავსეა, არც ერთი თავისუფალი ადგილი. რა თქმა უნდა, ასე თამაში გაცილებით სასიამოვნოა.

- როგორც კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ოფიციალურ მატჩს ჩაატარებთ, რუსეთის ჩემპიონატში ლეგიონერად ჩაითვლებით. გქონდათ ეს კლუბთან განხილული?

- ფეხბურთს ვთამაშობ და მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. დანარჩენზე დედა და მამა ზრუნავენ. ისინი იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს. ვფიქრობ, მარტივი და სწორი პოზიცია მაქვს, ზედმეტი ფიქრები არ მჭირდება. პირადად მე, ვერ ვხედავ რაიმე პრობლემას იმის გამო, თუ რომელი სპორტული მოქალაქეობა მაქვს. ზლატანის სტილში ვიტყვი: მე ვარ საბა საზონოვი და სულ ეს არის.

- მოგწონთ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი?

- სანიოლი ნამდვილი ფრანგია: პოზიტიური, მშვიდი, გამოცდილი, შეგიძლია მისი ინტელექტი იგრძნო. მატჩის წინ გვეუბნება: "არ ვიყოთ ბურთის მოშორებაზე, ფეხბურთი ვითამაშოთ".

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვს რუსეთის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო საქართველოს ნაკრების მაისურით ორჯერ ითამაშა, თუმცა ორჯერვე ამხანაგურ მატჩში.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.113011
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X