ფეხბურთი

0:25 | 12.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

გერმანელი ჟურნალისტი: "ოსიმენი ზაფხულში აუცილებლად "ბაიერნს" შეუერთდება"

გერმანული Sky Sports-ის ჟურნალისტმა ფლორიან პლეტენბერგმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვიქტორ ოსიმენი ზაფხულში მიუნხენის „ბაიერნში“ გადავა.

„24 წლის თავდამსხმელი ზაფხულში აუცილებლად „ბაიერნს“ შეუერთდება. დღეს კიდევ მოვიდა დამატებითი დასტური ამ ინფორმაციის შესახებ. „ბაიერნის“ ხელმძღვანელებს ის ძალიან მოსწონთ და ეს იცის, როგორც ფეხბურთელმა, ისე „ნაპოლის“ ხელმძღვანელობამ. მომდევნო კვირებში მოლაპარაკებები კიდევ შედგება“, - წერს პლეტენბერგი.

მოგეხსენებათ, იგივე გამოცემა წერდა, რომ „ბაიერნი“ მზადაა ოსიმენის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადოს. გერმანულ კლუბში ფორვარდის დამატება მომდევნო სეზონის წინ გადაწყვეტილი აქვთ.

ვიქტორ ოსიმენს "ბაიერნის" გარდა, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „პარი სენ ჟერმენსაც“ უკავშირებენ. მიმდინარე სეზონში ნიგერიელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 მატჩში 25 გოლი გაიტანა.

0.123896