ფეხბურთი

21:32 | 10.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტიმ კვარაცხელია ფორვარდის პოზიციაზე ავარჯიშა

„ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩისთვის ემზადება, რომელსაც „მილანის“ წინააღმდეგ ჩაატარებს და რომელშიც შეიძლება ხვიჩა კვარაცხელიამ განსხვავებულ პოზიციაზე ითამაშოს.

ლუჩანო სპალეტის შეტევაში პრობლემები აქვს, რადგან ვიქტორ ოსიმენის, ჯოვანი სიმეონესა და ჯაკომო რასპადორის თამაში საეჭვოა. როგორც La Repubblica წერს, დღევანდელ ვარჯიშზე სპალეტიმ ფორვარდის პოზიციაზე ხვიჩა კვარაცხელია მოსინჯა. არაა გამორიცხული ქართველ ფეხბურთელს ცრუ ცხრიანის პოზიციაზე თამაში მოუწიოს.

ამ შემთხვევაში მარცხენა ფლანგზე მის ადგილს ელიფ ელმასი დაიკავებს, ხოლო მარჯვნივ მატეო პოლიტანო ან ირვინგ ლოზანო ითამაშებს. თუმცა, ჯერჯერობით, რასპადორისა და ოსიმენის თამაში გამორიცხული არაა.

ნიგერიელ ფეხბურთელს ხვალ დილით მორიგ სამედიცინო გამოკვლევაც ჩაუტარებენ, რის შედეგადაც უფრო ნათელი სურათი გამოჩნდება მისი მდგომარეობის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 12 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.112977