სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

13:12 | 9.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

6 ნიშნის მოგება ქართველ რუსეთუმეებს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

„ნიშნის მოგება - ნაწყენობის პასუხად საყვედურის თქმა ან მინიშნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ვისაც ეუბნებიან, ის სხვას რომ კიცხავდა და მისი მსგავსი ახლა თვითონ დაემართა. აზრით „გამოჯავრების“ მსგავსია“ (ჯავახური ლექსიკონი).

ალბათ ყველა კარგად ვიცნობთ და ვცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც მუდამ მზად არიან ნებისმიერი ფორმით დაიცვან და გაამართლონ რუსეთის კაციჭამია სახელმწიფო. უადვილესია მათი შესწავლა და მათ ტვინის ნაჟურის გამოცნობა. საკმარისია რაიმე თქვა ან დაწერო ისეთი, რაც რუსეთის მყრალი იმპერიის საწინააღმდეგოა და ეს ბეჩავი, არაფრის მცოდნე და არაფრის დამნახავი რუსეთუმეები წამსვე აფუთფუთდებიან ხოლმე და არც შეურაცხყოფისგან იკავებენ თავს. როგორც ჩანს, უკრაინაში რუსული არმიის სამარცხვინო კრახის მიუხედავად ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ მათი „ველიკი ძერჟავა“ ფეხზე დადგება და დასავლურ ცივილიზაციას დაამარცხებს.

ამ ბეჩავ ხალხს რა სჯერა ეს არაა მთავარი. მთავარი ისაა, რომ თითქმის ყველა სფეროში და მათ შორის სპორტშიც, რუსულ იმპერიალიზმს დამცველები ჯერ კიდევ ჰყავს. ამიტომაც, ჩემი აზარით არ უნდა დავიზაროთ და მათ მუდმივად უნდა შევახსენოთ ვინც არიან, რაც არიან, რასაც ემსახურებიან და რადაც ჩათვლიან მომავალი თაობები. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, 6 ნიშნის მოგება დამწერა სპორტში მოფუთფუთე ქართველი რუსეთუმეებისთვის.

ნიშნის მოგება N1: უკრაინაში ომის დაწყებისა და რუსი სპორტსმენების საერთაშორისო სარბიელზე არდაშვების შემდეგ რუსული სპორტი დასრულდა. ყოველ შემთხვევაში ამ იზოლაციის შემდეგ დიდი ხნის მანძილზე წელში ვეღარ გაიმართებიან და როდესაც საერთაშორისო ტურნირებზე დაუშვებენ, რუსი სპორტსმენების სპორტული დონე რუსეთუმეების გონებრივი შესაძლებლობების იდენტური იქნება.

ნიშნის მოგება N2: აგერ უკვე მეორე წელია რუსული სპორტი იზოლაციაში იმყოფება და ვინმემ სადმე მოისაკლისა ეს ხალხი? აი მაგალითად, საფეხბურთო ევროტურნირებზე რუსული კლუბების არდაშვებით რამე ან ვინმე დაზარალდა? პირიქით, საფეხბურთო სამყარო უფრო მშვიდი და ნათელი გახდა. ევროპის შესანიშნავ ქალაქებშიც აღარ დაწანწალებენ არყით გამობრუჟული რუსი ე.წ. ფანები და აღარ ცემენ მშვიდობიან ადამიანებს.

ნიშნის მოგება N3: მას შემდეგ რაც რუსულ კლუბებს ნავთობიდან და გაზიდან შესული ფული შემოაკლდათ, ვეღარ ყიდულობენ ჰალკის მსგავს ვარსკვლავებს და აღარ აკარგვინებენ მათ ძვირფას წლებს ნიჟნი-ნოვგოროდის და დონის როსტოვის სტადიონებზე სირბილში. ეს ფეხბურთელები ნორმალურ ჩემპიონატებში აგრძელებენ კარიერას, რითიც ყველა კმაყოფილია.

ნიშნის მოგება N4: რუსი ოლიგარქები ვეღარ ყიდულობენ ევროპულ კლუბებს, რითაც თავად რუსი ოლიგარქების გარდა არავინ დაზარალებულა. პირიქით - სადაც არაა რუსული ფული და რუსული ინტერესები, იქ ყოველთვის მეტი პროგრესი, განვითარება, სიყვარული და ჩიტების ჟღურტულია.

ნიშნის მოგება N5: გაჩნდა იმედი, რომ რუსი გულშემატკივრები ოდესმე მაინც გამოფხიზლდებიან, მიხვდებიან რა უბედურება დაემართა მათ სპორტს (სხვა სფეროებთან ერთად) პუტინის კაციჭამია რეჟიმის თავზე დასმით და იქნებ ერთი ჭიტლაყი მათაც მოაყოლონ ამ ანტიადამიანურ და ანტიქრისტიანულ ძალმომრეობით მანქანას.

ნიშნის მოგება N6: დარწმუნებით ვიცი, რომ ქართველი რუსეთუმეების ნაწილი მაინც კარგად ხვდება რაშიც ჩადგეს ფეხი ეს ბოლო ორი წელია და გულში შეიძლება ნანობენ კიდეც ასე რომ დაკარგეს სახე. ჩვენ ეს რა თქმა უნდა ძალიან გვახარებს, მაგრამ მხოლოდ სინანული არაა საკმარისი. უნდა გამწარდნენ! ძალიან უნდა გამწარდნენ! აი ისე, როგორც რიგითი უკრაინელია დღეს გამწარებული და როგორც საქართველო გაამწარეს 2008 წელს!

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.117048
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X