სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

16:23 | 30.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში თვის საუკეთესო ფეხბურთელად მესამედ დაასახელეს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

სერია A-ს მარტის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. „ნაპოლის“ ქართველმა თავდამსხმელმა გამოკითხვაში, რომელიც სერია A-ს ვებგვერდზე რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ყველას აჯობა.

კვარას კონკურენტები ადრიენ რაბიო (იუვენტუსი), დესტინი უდოგიე (უდინეზე), კიმ მინ-ჯე (ნაპოლი) და არმან ლორიენტე (სასუოლო) იყვნენ. თუმცა, ყველაზე მეტი ხმა ქართველს ერგო.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელია მესამედ, მათ შორის, ზედიზედ მეორედ გახდა თვის საუკეთესო მოთამაშე და ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც სეზონში სამჯერ მოიგო იტალიაში ეს ჯილდო. კვარამ ეს წოდება პირველად აგვისტოში მოიპოვა, მეორედ კი თებერვალში. ხვიჩას კვირას, „სტადიო მარადონაზე“ „ნაპოლი“ – „მილანის“ მატჩის წინ დააჯილდოებენ.

„ხვიჩა კვარაცხელიასთვის გრძელდება წარმატებებისა და აღიარებების სერია, პირველი ფეხბურთელისთვის, რომელმაც ერთ სეზონში თვის საუკეესო ფეხბურთელის პრიზი სამჯერ მოიგო. მარტში თამაშების წყალობით „ნაპოლის“ ქართველმა გარემარბმა სერია A-ში თავის სადებიუტო სეზონში ორნიშნა რაოდენობას მიაღწია, როგორც გოლებით, ისე პასებით. კვარაცხელია ფეხბურთის მოყვარულთა გულებში შევიდა თავისი მაღალი ხარისხის თამაშით“, - თქვა სერია A-ს გენერალურმა მენეჯერმა ლუიჯი დე სიერვომ.

სერია A-ს ოფიციალური ვებგვერდის გარდა, ხვიჩა მარტში საუკეთესო ფეხბურთელად სერია A-ს ფეხბურთელთა ასოციაცამაც დაასახელა. AIC-ის ვერსიით კვარა მეორედ გახდა თვის MVP - მარტსა და აგვისტოში.

ხვიჩამ მარტში მეტოქეთა კარში 2 გოლი გაიტანა (საუბარია მხოლოდ სერია A-ზე), ერთხელ საგოლე პასი გააკეთა, ერთხელ კი პენალტი მოიპოვა. სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელები მიმდინარე სეზონში:

ხვიჩა კვარაცხელია (აგვისტო), კიმ მინ-ჯე (სექტემბერი), რაფაელ ლეაო (ოქტომბერი), მოიზე კინი (ნოემბერი), ვიქტორ ოსიმენი (იანვარი), ხვიჩა კვარაცხელია (თებერვალი), ხვიჩა კვარაცხელია (მარტი).

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 შეხვედრაში „ნაპოლის“ მაისურით 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.145727
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X