ფეხბურთი

23:18 | 29.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ „კიოლნს“ მომავალი სეზონისთვის ახალი მოთამაშეების რეგისტრაცია აუკრძალა

გერმანიის ბუნდესლიგის კლუბ „კიოლნს“ მომდევნო ორი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ფეხბურთელების რეგისტრაცია აუკრძალეს - წერს Kicker.

დასჯის მიზეზი კი სლოვენიელი თავდამსხმელის, იაკა კუბერის, „კიოლნში“ შარშანდელი ტრანსფერის რეგისტრაციისას წესების დარღვევა გახლავთ. ვარაუდობენ, რომ „თხებმა" 16 წლის ფეხბურთელს ლიუბლიანის „ოლიმპიასთან" კონტრაქტის გაწყვეტის პროვოცირება მოახდინეს, რათა იგი თავისუფალ აგენტად წარედგინათ და კომპენსაცია არ გადაეხადათ.

კუბერს დაუყოვნებელი ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია დაუდგინეს. ხოლო „კიოლნმა“ „ოლიმპიას“ ჯარიმად 54 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს.

„კიოლნს“ შეუძლია გადაწყვეტილება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში 21 დღის განმავლობაში გაასაჩივროს.

თუ შესაძლო საჩივარი არ დაკმაყოფილდება, კლუბს მხოლოდ თავისი ახალგაზრდული გუნდების მოთამაშეების დარეგისტრირება შეეძლება.

თეგებიკიოლნი
0.109292